Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 8:0 უოტფორდი
  • პეპის გუნდი მეტოქეს მე-18 წუთზე უკვე 5:0-ს უგებდა

პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში მანჩესტერ სიტიმ "ეტიჰად სტედიუმზე" უოტფორდს უმასპინძლა და 8:0 გაანადგურა, ამით ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა რეკორდული გამარჯვება იზეიმა ინგლისური ფეხბურთის ელიტაში. 

სიტიმ მეტოქეს რბევა ჯერ კიდევ 52-ე წამზე დაიწყო. პორტუგალიელმა ბერნარდო სილვამ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო კევინ დე ბრუინემ გოლს ორი ასისტი დაუმატა. 

ბერნარდო სილვამ პირველი ჰეთ თრიკი მიითვალა

მანჩესტერ სიტის 13 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლივერპულს, რომელიც კვირას ლონდონში ჩელსის ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ესტუმრება. 

თავისი გოლი რიად მაჰრეზმაც გაიტანა

საინტერესო ფაქტები

⚽ დავიდ სილვას მიერ შეხვედრის 52-ე წამზე გატანილი გოლი ამ სეზონში უსწრაფესია.

⚽ მანჩესტერ სიტიმ ბოლო 12 დაპირისპირება მოუგო უოტფორდს და 46 გოლი გაუუტანა ჯამში.

⚽ 8:0 მანჩესტერ სიტის ახალი რეკორდია ინგლისის უმაღლეს დივიზიონში.

⚽ ეს უოტფორდის ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხია. ამ გუნდმა 8 გოლი მესამედ გაუშვა, თუმცა წინა ორ შემთხვევაში თითო გოლი გაიტანა.

⚽ ინგლისის პრემიერლიგაში მესამედ მოხდა, რომ ერთ თამაშში 6-მა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი.

⚽ ბერნარდო სილვამ პორტუგალიის, საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში თავისი პირველი ჰეთ თრიკი გაიტანა.

⚽ სერხიო აგუერომ ეტიჰადზე პრემიერლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.

⚽ 18 წუთში 5:0 ყველაზე დიდი სხვაობაა პრემიერლიგის ისტორიაში.

მანჩესტერ სიტი 8:0 უოტფორდი

გოლები: 1:0 დავიდ სილვა (1), 2:0 აგუერო (7-პენ), 3:0 მაჰრეზი (12), 4:0 ბერნარდო სილვა (15), 5:0 ოტამენდი (18), 6:0 ბერნარდო სილვა (48), 7:0 ბერნარდო სილვა (60), 8:0 დე ბრუინე (85)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): უოკერი (54. კანსელო), ფერნანდინიო, ოტამენდი (63. ე. გარსია), მენდი (46. ანხელინო) - დე ბრუინე, როდრი, დავიდ სილვა - მაჰრეზი, აგუერო, ბერნარდო სილვა 

სხვა მატჩები

ლესტერი 2:1 ტოტენჰემი
ბარნლი 2:0 ნორვიჩი
ევერტონი 0:2 შეფილდ იუნაიტედი
ნიუკასლი 0:0 ბრაიტონი

კომენტარები

ბოლო ამბები