Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | მალაყმაძემ და ასანიძემ გამოსვლა დაასრულეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტაილანდში, ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა
  • არჩილ მალაყმაძემ და კახი ასანიძემ თავიანთი სადებიუტო გამოსვლა დაასრულეს

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში ორმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა. არჩილ მალაყმაძემ და კახი ასანიძემ თავიანთი სადებიუტო გამოსვლა დაასრულეს.

არჩილ მალაყმაძემ ატაცში 142 კგ დაძლია, აკვრაში კი - 168, ხოლო ორჭიდის ჯამში 310 კილოგრამს მოუყარა თავი და მე-10 ადგილზე გავიდა.

ატაცი

137 კილოგრამი ✅
142 კილოგრამი ✅
145 კილოგრამი ❌

აკვრა

163 კილოგრამი ✅
168 კილოგრამი ✅
172 კილოგრამი ❌

კახი ასანიძის გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

რაც შეეხება ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ვაჟის გამოსვლას, კახიმ ატაცში 140 კილოგრამს გაართვა თავი, აკვრაში კი - 167 კგ-ს. ორჭიდის ჯამში კახიმ 307 კგ დააგროვა და მე -11 პოზიციაზე გავიდა.

ატაცი

133 კილოგრამი ✅
137 კილოგრამი ✅
140 კილოგრამი ✅

აკვრა

162 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ✅
171 კილოგრამი ❌

B ჯგუფის 14 მონაწილეს შორის, საუკეთესო შედეგი ესპანელ დავიდ სანჩეს ლოპესს ჰქონდა, რომელმაც ატაცში 145 კგ დააფიქსირა, ატაცში კი - 183 და ორჭიდის ჯამში, 328 კგ-ით გაიმარჯვა. 

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მომდევნო ძალოსანი 23 სექტემბერს იასპარეზებს. ორშაბათს ფიცარნაგზე 89 კგ.ში რევაზ დავითაძე გავა. ასპარეზობა 17:25 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები