Thumbnail

ტაშკენტის გრან პრი | ბექაურისა და თუშიშვილის მეტოქეები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტაშკენტის გრან პრიზე ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი გამოვლენ
  • ორივე ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ტაშკენტის გრან პრიზე (20-22 სექტემბერი) ლაშა ბექაური (90კგ) და გურამ თუშიშვილი (100კგ) წარადგენენ. ორივე ქართველი პირველი წრიდან თავისუფალია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან.

ლაშა ბექაურის მეტოქე ალჟირელი აბდელრაჰმან ბენამადი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში ავსტრიელ იოჰანეს პაჩერსა და არსენ ხანძიანი/დოსტონ მელიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ლაშას ჯგუფში კანადელი მოჰაბ ელნასია, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა.

გურამის მეტოქე მეორე წრეში იერასილ კაზიბაიევსა და იაჰორ კუხარენკას შორის გამარჯვებული იქნება. ქართველი ძიუდოისტები ტაშკენტის ტატამზე 22 სექტემბერს გამოვლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები