Thumbnail

კარგი ამბავი არსენალის ფანებისთვის - ჰექტორ ბელერინი დაბრუნდა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბელერინმა არსენალის U23 გუნდში ითამაშა 
  • ესპანელმა ტრავმის გამო 8 თვე გამოტოვა

არსენალის დაცვა სეზონის დასაწყისში ცუდად გამოიყურება. გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი კი ის არის, რომ ჰექტორ ბელერინი დაბრუნდა. მან არსენალის U23 გუნდში 62 წუთის განმავლობაში, ვულვზის წინააღმდეგ ითამაშა.

24 წლის ფეხბურთელმა ტრავმა იანვარში ჩელსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო და 8 თვის განმავლობაში მოედანზე არ გამოჩენილა.

თამაშის დასრულების შემდეგ ესპანელმა კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მიმართა.

"გრძელი რვა თვის შემდეგ, მოედანზე ისევ წითელ-თეთრი ვარ", - ვიდეო პოსტს სოციალურ ქსელში არსენალის გვერდი აქვეყნებს.

ბელერინი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე განაახლებს. ლონდონურ კლუბში იმედი აქვთ, რომ განაპირა მცველი მწყობრში 30 სექტემბერს, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისას იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები