Thumbnail
  • უორენ გეტლანდმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • ალუნ ვინ ჯონსი უელსის ნაკრებში რეკორდს დაამყარებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება. უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა, უორენ გეტლანდმა ის მორაგბეები დაასახელა, რომლებიც საქართველოსთან მატჩში ითამაშებენ.

''ბორჯღალოსნებთან'' მატჩში ალუნ ვინ ჯონსი ნაკრებში 129-ე მატჩს ჩაატარებს, რითიც გეტინ ჯენკინსის რეკორდს გაიმეორებს, ხოლო ამ მსოფლიო თასზე უელსის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.

უელსის ნაკრების შემადგენლობა

ძირითადი შემადგენლობა: 1. ვინ ჯონსი (სკარლეტსი), 2. კენ ოუენსი (სკარლეტსი), 3. ტომას ფრანსისი (ექსეტერ ჩიფსი), 4. ჯეიკ ბოლი (სკარლეტსი), 5. ალუნ ვინ ჯონსი (ოსპრისი), 6. აარონ ვეინრაიტი (დრაგონსი), 7. ჯასტინ ტიპურიკი (ოსპრისი), 8. ჯოშ ნავიდი (კარდიფ ბლუზი), 9. გარეტ დევისი (სკარლეტსი), 10. დენი ბიგარი (ნორსჰემპტონი), 11. ჯოშ ადამსი (კარდიფ ბლუზი), 12. ჰედლი პარკსი (სკარლეტსი), 13. ჯონათან დევისი (სკარლეტსი), 14. ჯორჯ ნორსი (ოსპრისი), ლიამ უილიამსი (სარასენსი).

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ელიოტ დი (დრაგონსი), 17. ნიკი სმიტი (ოსპრისი), 18. დილონ ლევისი (კარდიფ ბლუზი), 19. აარონ შინგლერი (სკარლეტსი), 20. როსს მორიარტი (დრაგონსი), 21. ტომოს უილიამსი (კარდიფ ბლუზი), 22. რაის პაჩელი (სკარლეტსი), 23. ლი ჰალფპენი (სკარლეტსი).

კომენტარები

ბოლო ამბები