Thumbnail

გაგამარუმ გეგმა შეასრულა - ჯურიოში ადგილი შენარჩუნებულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ქართველმა სუმოისტმა კოტოტებაკარის ოშიდაშით მოუგო

აკი ბაშოს მეთოთხმეტე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-14 ბრძოლა ჩაატარა და მეექვსე გამარჯვება იზეიმა, რითიც სეკიტორის წოდება და ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-4 ნომერ კოტოტებაკარის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით მოუგო. 

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 6:8-ზეა

გაგამარუს 6 ბრძოლა უნდა მოეგო, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეენარჩუნებინა. ქართველმა სუმოისტმა მიზანს მიაღწია. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება გაგამარუ ბაშოს ბოლო დღეს.

კომენტარები

ბოლო ამბები