Thumbnail

რონალდომ იპოვა გოგო, რომელიც მას ბავშვობაში ჰამბურგერებს უფასოდ აჭმევდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რონალდოს ინტერვიუს პაულა ლეკა გამოეხმაურა
  • მას პორტუგალიელი წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებდა...

მოგეხსენებათ კრიშტიანო რონალდო წარმოშობით პორტუგალიის ავტონომიური ოლქიდან - მადეირადან გახლავთ. 12 წლის ასაკში კი ლისაბონში უწევდა ცხოვრება - სპორტინგის აკადემიაში.

"ხანდახან ღამე ძალიან გვშიოდა..." - ამბობს რონალდო. "სტადიონის წინ კი მაკდონალდსი გვქონდა, უკანა კართან მივდიოდით და ვეკითხებოდით 'დაგრჩათ ჰამბურგერები?' კეთილი გოგოები კი ყოველთვის გვაჭმევდნენ..."~

"ადრე მოვიკითხე პორტუგალიაში, მაგრამ ვერ შევძელი მათი პოვნა... იმედია ეს ინტერვიუ დამეხმარება, მინდა ჩემთან სახლში დავპატიჟო, ან ტურინში, ან ლისაბონში და ვახშამით გავუმასპინძლდე."

რონალდოს ინტერვიუს მაკდონალდსის ერთ-ერთი თანამშრომელი - პაულა ლეკა გამოეხმაურა. "რამდენიმე ბავშვი მოდიოდა ხოლმე, რონალდო ყველაზე გამხდარი იყო... ყოველდღე ვაჭმევდით." - ამბობს ლეკა.

"სახლში თუ დამპატიჟებს გამიხარდება, ძველ ისტორიებს გავიხსენებთ და ბევრს ვიცინებთ. ასევე, ვეტყვი, რომ ძალიან ვამაყობ მისით..."

კომენტარები

ბოლო ამბები