Thumbnail

‘ყველაფერი დილით გადავწყვიტე’ – ტოჩინოშინმა გეგმით იმოქმედა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა რიუდენთან ორთაბრძოლაზე ისაუბრა
  • ტოჩინოშინს ტიტულის შესანარჩუნებლად 2 მოგება სჭირდება

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი გამოტყდა, რომ რიუდენთან დღევანდელი შერკინების გეგმა კარგად ჰქონდა დამუშავებული.

ტოჩნოშინმა რიუდენს ხერხით აჯობა

შეგახსენებთ, რომ ქართველი ოძეკი მე-5 მაეგაშირას წოდების მქონე იაპონელს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე საშემოდგომო ბაშოს მე-13 დღეს გაეჯიბრა და მე-6 გამარჯვება იზეიმა.

“ყველაფერი კარგად მქონდა გათვლილი. ჯერ კიდევ დილით გადავწყვიტე, რომ საწყისი მოძრაობის დროს ოდნავ მარცხნივ გავწეულიყავი და მავაშის აღება იქიდან მეცადა. ამაზე დილითვე ვივარჯიშე და კარგად გამომივიდა. სასურველი ჩავლება ავიღე და გამარჯვება მოვახერხე” , - განაცხადა ქართველმა სუმოისტმა.

ტოჩინოშინი ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის იბრძვის და წაფორხილების უფლება აღარ აქვს, რადგანაც უკვე 7 ორთაბრძოლა წაგებული აქვს. ქართველ სეკიტორს დარჩენილ ორივე შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება, რა შემთხვევაშიც მინიმალურ დადებით ბალანსს დააფიქსირებს და ჩემპიონის ტიტულის ტარების უფლებას მინიმუმ მომდევნო ბაშომდე შეინარჩუნებს.

ხვალ, ტოჩინოშინის პირისპირ მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ დადგება, რომელსაც ტოკიოს სუპერტურნირზე ტრავმის გამო 2 ორთაბრძოლა გაუცდა, თუმცა, შეჯიბრზე დაბრუნება მაინც გადაწყვიტა. გორგაძე იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 12:9-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები