Thumbnail
  • 📅 21 სექტემბერი | ⌚ 11:15 | 🏉 საფრანგეთი V არგენტინა | პირველი არხი
  • ‘პუმებს’ 2007 წლის მსოფლიო თასზე ‘ლე ბლე’ 2-ჯერ ჰყავთ დამარცხებული
  • რომენ და ემილ ნტამაკები ტურნირის მონაწილე პირველი მამა-შვილი გახდებიან 

მსოფლიო თასის C ჯგუფში, 21 სექტემბერს, ერთმანეთს საფრანგეთი და არგენტინა გაეჯიბრებიან და ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროპელებს და სამხრეთამერიკელებს ჯგუფში მეტოქედ ინგლისიც ჰყავთ, ამდენად, ის გუნდი, რომელიც ჩოფუში გასამართ მატჩში წააგეს, დიდი ალბათობით, პლეი-ოფის მიღმა დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგებს არგენტინელებთან არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებთ. 2007 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც სწორედ საფრანგეთში შედგა, “პუმებმა” მასპინძლებს ჯგუფურ ეტაპზე 17:12 სძლიეს, ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში კი – 34:10.

სხვა საქმეა, რომ იმ თამაშიდან არგენტინელებს შემადგენლობაში ერთადერთი მორაგბე ხუან მანუელ ლეგიზამონი ჰყავთ და ის ხვალინდელი მატჩის განაცხადში არც გახლავთ. ამასთან, ბოლო პერიოდია, სამხრეთამერიკელები ძველებურად ვეღარ გამოიყურებიან და იგივე ფრანგებთან 2018 წლის ნოემბერში ლილში გამართული მატჩი 13:28 წააგეს, წლევანდელ რაგბი ჩემპიონშიპზე კი ყველა თამაში დათმეს.

“პუმებისთვის” კარგი ისაა, რომ ადგილობრივი ხაგუარესიდან ერთბაშად 28 მორაგბე ჰყავთ და მათ შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. არგენტინულმა გუნდმა გასულ სეზონში სუპერრაგბის ფინალში პირველად ითამაშა და მართალია, ზელანდიურ კრუზეიდერსთან 3:19 წააგო, უდიდესი პროგრესი ჰქონდა.

უნდა ითქვას, რომ არგენტინელებს გამოცდილება ნამდვილად არ აკლიათ. ნაკრების მეორეხაზელი გუიდო პეტი 50-ე სანაკრები კეპს მოიხვეჭს, აგუსტინ კრევი, ხუან ფიგაშო და ნიკო სანჩესი კი მე-3 მსოფლიო თასზე ითამაშებენ.

ფრანგთა სასტარტო თხუთმეტეულში ტრავმირებულ ვესლი ფოფანას რასინგის ჯანიანი შუამარბი ვირიმი ვაკატავა ცვლის, მაქსიმ მედარი კი მსოფლიო თასის შეხვედრაში 2011 წლის შემდეგ პირველად ჩაერთვება.

ისტორიულ ფაქტს დააფიქსირებს “ლე ბლეს” მგეზავი რომენ ნტამაკი, რომლის მშობელსაც ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით 1995 და 1999 წლების მსოფლიო ჱთასებზე უთამაშია. შესაბამისად, რომენი და ემილი ტურნირის მონაწილე პირველი მამა-შვილი გახდებიან.

მსოფლიო თასის სასტარტო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მესამეხაზელი პოლ გაბრილაგე, თუმცა, 2 ოქტომბერს ფუკუოკაში აშშ-სთან დაგეგმილი მატჩისთვის ის უკვე მწყობრში იქნება.

საფრანგეთი – არგენტინა

საფრანგეთი: 1. ჟეფერსონ პუარო, 2. გიონ გირადო (კაპ.), 3. რაბა სლიმანი, 4. არტიურ იტიურია, 5. სებასტიან ვაა’მაინა, 6. ვანსესლაზ ლორე, 7. შარლ ოლივონი, 8. გრეგორი ოლდრითი, 9. ანტუან დიუპონი, 10. რომენ ნტამაკი, 11. იოან იუჟე, 12. ვირიმი ვაკატავა, 13. გაელ ფიკუ, 14 დამიან პენო, 15. მაკსიმ მედარი.
სათადარიგოები: 16. კამიი შა, 17. სირილ ბაი, 18. დონბა ბონბა, 19. ბერნარ ლე’რუ, 20. ლუი პიკამოლი, 21. მაკსიმ მაშნო, 22. კამიი ლოპესი, 23. ტომა რამოზი.

არგენტინა: 1. ნაუელ ტეტას-ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. ხუან ფიგაშო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა (კაპ.), 7. მარკოს კრემერი, 8. ხავიერ ორტეგა-დესიო, 9. ტომას კუველი, 10 ნიკო სანჩესი, 11. რამირო მოშანო, 12, ხერონიმო დე’ლა’ფუენტე, 13. მატიას ორლანდო, 14. მატიას მორონი, 15. ემილიანო ვოფელი.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოშა, 17. მაშკო ვივასი, 18. სანტიაგო მედრანო, 19. მატიას ალემანო, 20. ტომას ლესანა, 21. ფელიპე ესკურა, 22. ვენხამინ ურდაპიშეტა, 23. სანტიაგო კარერასი.

კომენტარები

ბოლო ამბები