Thumbnail

საქართველომ რაგბი ევროპა ბელგიის განადგურებით დაიწყო - 47:0

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველომ ბელგია დააამარცხა.
  • ბორჯღალოსნები ქუთაისში ტრიუმფით დაბრუნდნენ.
  • მილტონ ჰეიგის გუნდმა ბონუს ქულა აიღო და ჯგუფში გალიდერდა.

რაგბი ევროპას პირველი ტური, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში, ბელგიასთან ასპარეზობით გახსნა.

ბორჯღალოსნებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-9 წუთზე ლევან ჩილაჩავამ ბელგიას პირველი ლელო დაუდო, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა. ამ მომენტამდე წიკლაურმა ერთი ჯარიმის გატანა ვერ მოახერხა. მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმა ბელგიას მეორე ლელო დაუდო, ბექა წიკლაური ამჯერადაც ზუსტი იყო. ბელგიამ რამდენჯერმე სცადა შეტევა, თუმცა ჰეიგის შეგირდებმა თავი ყველა შემთხვევაში კარგად დაიცვეს.

25-ე წუთზე ზურაბ ჟვანიამ ბელგიელთა ჩათვლის მოედანში მესამედ შეძლო ბურთის დამიწება. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ბექა წიკლაურმა 3-გარდასახვის შემდეგ დამსახურებული ლელო დადო. მეოთხე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და საქართველომ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.

მსაჯმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შალვა მამუკაშვილი გაასინბინა მოედნიდან. მამუკაშვილის დაბრუნებიდან 4-წუთში ბორჯღალოსნებმა ბრწყინვალე ლელო დადეს. რამდენიმე ლამაზი პასის შემდეგ, გიორგი ფრუიძემ მშობლიურ ქალაქში ლელოს დადება მოახერხა.

მშობლიურ ქალაქში ბრწყინვალედ ითამაშეს ოთარ გიორგაძემ და გიორგი ფრუიძემ

67-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი ლამაზი შეტევა წამოიწყეს, რომელიც სანდრო თოდუას ლელოთი და ბექა წიკლაურის გარდასახვით დასრულდა. საქართველო 40-ქულით დაწინაურდა. შერკინების შემდეგ ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს ლელოს დადება. ანზორ სიჭინავამ ეროვნული ნაკრების კვართით პირველი ლელო დადო, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა.

სანდრო თოდუას, ისევე როგორც ყველა ბორჯღალოსანის, შეჩერება ბელგიელებს ძალიან უჭირდათ

ნაკრებში დებიუტი ჰქონდა გურამ შენგელიასა და მიხეილ გაჩეჩილაძეს. გაჩეჩილაძემ კოკი თხილაიშვილი შეცვალა, ხოლო ჯიქის კაპიტანი გურამ შენგელია მოედანზე ნოდარ ჭეიშვილის ნაცვლად შემოვიდა.

ბორჯღალოსნებმა ბელგია სარეკორდო ანგარიშით დაამარცხეს - 47:0. საქართველო მორიგ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17-თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები