Thumbnail

‘ოცნება ახდა’ - ლიონელ მესი ტანსაცმლის ახალ ხაზს უშვებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • პროექტს ლიონელ მესის და, მარია ჩაიბარებს
  • არგენტინელი სხვა სფეროების მიმართ ინტერესს ადრეც გამოხატავდა

ლიონელ მესი მოედანზე შეუდარებელია. ბევრის აზრით, 32 წლის ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. არგენტინელი 16 წელია, რაც ბარსელონას ღირსებას იცავს. მან ამ დროის განმავლობაში შეძლო და მოიგო 10 ლა ლიგა, 6 "კოპა დელ რეი" და 4 ჩემპიონთა ლიგა. მესი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც შეძლო და "ოქროს ბურთი" 5-ჯერ მოიგო. 

ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, ფეხბურთის კარგად თამაშთან ერთად, წარმატებას მოდის სამყაროშიც მიაღწიოს. არგენტინელმა ტანსაცმლის ახალი ხაზი გამოუშვა. ლეოს აქამდე მსგავსი ბიზნესი არ ჰქონია. მის ახალ ბრენდს "მესი" ერქმევა და მისი შეძენა ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო გამზირზე, Paseo de Gracia-ზე იქნება შესაძლებელი.

ახალი პროექტის ხელმძღვანელობა მესიმ თავის დას, მარიას ჩააბარა. 

"ოცნება ახდა. მოდა არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს, იგი ბავშვობიდან მიტაცებდა. ყოველთვის ვოცნებობდი მქონოდა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი", - განაცხადა მარიამ ესპანურ sport-თან საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ მესი აღნიშნულ პროექტზე არ საუბრობს, მას არაერთხელ გამოუხატავს ინტერესი სხვადასხვა სფეროების მიმართ.

"ეს ის არის, რაც ნამდვილად მსურდა. მომწონს სხვადასხვა სფეროებით დაინტერესება. ყოველთვის ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და რაიმე ახალში მივიღო მონაწილეობა", - ამბობს მესი.

კომენტარები

ბოლო ამბები