Thumbnail

20 წლის ტალანტი ლივერპულის სამიზნეში - ფირმინოს კონკურენტი გამოუჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსვ-ისა და ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდ დონიელ მალენს ბრწყინვალე სეზონი აქვს
  • ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელმა მერსისაიდელთა ყურადღება უკვე დაიმსახურა 

პსვ ეინდჰოვენის თავდამსხმელმა დონიელ მალენმა, რომელმაც მიმდინარე სეზონის 13 მატჩში უკვე 10 გოლი შეაგდო, ევროპის ტოპკლუბების ყურადღება დაიმსახურა. goal.com-ის ინფორმაციით, 20 წლის ნიჭიერი ფეხბურთელით ლივერპული დაინტერესდა. 

იუწყებიან, რომ მერსისაიდელები უახლოეს თვეებში დააკვირდებიან ფორვარდის პროგრესს, სამომავლოდ კი მას გუნდში რობერტო ფირმინოს კონკურენტად განიხილავენ.

მალენი შესაძლოა იურგენ კლოპის გუნდში ფირმინოს კონკურენტი გახდეს

მალენი ახალგაზრდულ დონეზე ამსტერდამის აიაქსსა და ლონდონის არსენალში გამოდიოდა, 2017 წლიდან კი პსვ-ში გადაბარგდა და ამ კლუბის მთავარ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. საინტერესოა, რომ ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბს 600 ათასი ევრო დაუჯდა, ამჟამად კი transfermarkt მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 18 მილიონ ევროს ასახელებს. მალენს პსვ-სთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში დონიელ მალენმა მონაწილეობა ერედივიზიეს 5 მატჩში მიიღო და 6 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა. ის უკვე ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც 2 შეხვედრაში ითამაშა და ევროშესარჩევში გერმანიასთან (4:2) გოლის ავტორი გახდა.

მეტი ამ თემაზე: მალენის პენტატრიკი ვიტესთან - 20 წლის ფეხბურთელის ბენეფისი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები