Thumbnail

გზა ომალოდან შატილამდე - ენდურო რაიდერების საოცარი თავგადასავალი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ოთიაშვილმა არაერთ ექსტრემალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა
  • ამჯერად, მეგობრებთან ერთად თუშეთსა და ხევსურეთში იმოგზაურა

გიორგი ოთიაშვილი Husky Motopark-ის დამფუძნებელია, სადაც Enduro Club Georgia არაერთ საინტერესო შეჯიბრს ატარებს. გარდა ამისა, გიორგიმ საინტერესო და ექსტრემალურ პროექტებში მიიღო მონაწილება. მაგალითად ამაში: ყვარლის ტბაზე ბაიკით! დიდი გამბედაობის ამბავი. ასევე მოტოციკლით სტეფანწმინდაში, მყინვარწვერი დალაშქრა.

ამჯერად, გიორგი ოთიაშვილმა ენდუროს ტიპის მოტოციკლით ომალოდან (თუშეთი) შატილამდე (ხევსურეთი) ურთულესი გზა გაიარა და ეს მისი მორიგი ექსტრემალური მოგზაურობა იყო. გიორგიმ გზა მეგობრებთან: გიორგი კახელაძესთან, ბადრი ნაბელიშვილთან და ნიკა სულაძესთან ერთად გაიარა. ეს იყო 3-დღიანი მოგზაურიბა: თბილისი-ომალო, ომალო-შატილი და შატილი-თბილისის მარშრუტით.

“ომალოდან შატილამდე არის საცხენოსნო ბილიკი. ძალიან რთული ტრეკია და გვაინტერესებდა, შევძლებდით თუ არა ამ გზის გავლას მოტოციკლებით. გზაში რამდენჯერმე გიწევს ალაზნის გადაკვეთა, ყველაზე დიდი დაბრკოლება კი აწუნთას უღელტეხილია, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარეობს. თბილისიდანვე ოფროუდით წავედით ომალოში, დაახლოებით 200-კილომეტრიანი ტრეკი დავხაზეთ და ეს მართლაც იყო ძალიან საინტერესო თავგადასავალი”. - გაგვიზიარა შთაბეჭდილებები გიორგი ოთიაშვილმა.

თბილისი - ომალო

იყო ინციდეტები და დაბრკოლებები, მაგრამ როგორც გიორგი ამბობს, ენდურო ის სპორტია, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება სირთულეების გადალახვაში. შეჯიბრების დროსაც ხშირია კონკურენტების მხრიდან ერთმანეთის დახმარება და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ექსტრემალური მოგზაურობაა სპორტული მიზნების გარეშე. ერთი სიტყვით, ოთხივემ მიაღწიეს მიზანს და ურთულესი საცხენოსნო ბილიკი მოტოციკლებით გაიარეს.

გიორგი აღფრთოვანებულია ნანახით და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: “ულამაზესი პატარა სოფლები ვნახეთ ბუნებრივი, კლდის ქვებისგან აშენებული სახლებით. ყველაფერი ერთ სტილშია და საოცარ სანახაობას ქმნის. ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ულამაზესი ტბებია. ვინც ფეხით მოდის ამ ადგილების სანახავად, დღეები სჭირდებათ, ჩვენ კი გაგვიმართლა რომ მოტოციკლებს ვმართავთ და ამ ემოციის მისაღებად ბევრად ნაკლები დრო დაგვჭირდა”.

ომალო - შატილი

გიორგის და მის მეგობრებს წინ დიდი გეგმები აქვთ და მათ შორის საქართველოში. სვანეთსა და სამეგრელოში აპირებენ მოგზაურობას, სადაც ასევე ულამაზესი ადგილებია. ენდუროს მოტოციკლები მოგზაურობას უფრო ექსტრემალურს და საინტერესოს ხდის. 

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

მოტოციკლით ომალოდან შატილში

კომენტარები

ბოლო ამბები