Thumbnail
  • ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მე-4 ადგილი დაიკავა
  • ხვალ, ფიცარნაგზე კახი ასანიძეს და არჩილ მალაყმაძეს ვიხილავთ

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს, ქართველთაგან საქმეში მხოლოდ გოგა ჩხეიძე ვიხილეთ, რომელმაც ძალები 67 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში სცადა და ორჭიდის ჯამში 307 კგ-ით მე-4 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ გოგამ 6 ცდიდან 5 გამოიყენა. ის ატაცში 133 კილოგრამიან შტანგას მე-2 ჯერზე გაუმკლავდა, რასაც 137 კგ. მიაყოლა და მე-6 შედეგი აჩვენა.

ატაცი

133 კილოგრამი ❌
137 კილოგრამი ✅
137 კილოგრამი ✅

აი, აკვრაში კი, ჩხეიძე უკვე უშეცდომო იყო. ქართველმა ძალოსანმა მიყოლებით დასძლია 162, 166 და 170 კგ. და მე-2 მოძრაობაში მე-3 შედეგი დააფიქსირა. ამასთან, გოგამ 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

აკვრა

162 კილოგრამი ✅
166 კილოგრამი ✅
170 კილოგრამი ✅

B ჯგუფის 13 მონაწილეს შორის უკონკურენტო იყო ჩინელი ლიუდონ ფენგი, რომელმაც ჯამში 333 კგ. მოაგროვა და უახლოეს კონკურენტს 21 კგ-ით აჯობა.

ხვალ, ფიცარნაგზე 2 ქართველი ძალოსანი გავა. 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟი კახი და არჩილ მალაყმაძე იასპარეზებენ. შეჯიბრი თბილისის დროით 11:25 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები