Thumbnail

საბოლოო უარი ბაიერნს! ჩელსის მთავარი ტალანტი ლონდონში რჩება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ახლა უკვე ოფიციალურად: კალუმ ჰადსონ-ოდოიმ ჩელსისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
  • 18 წლის შემტევი ლონდონურ კლუბში კიდევ მინიმუმ 5 წელი ითამაშებს

მიუნხენის ბაიერნში იშვიათად აკონკრეტებენ ხოლმე იმ ფეხბურთელების გვარებს, რომელთა შეძენაც სურთ. 18 წლის ინგლისელი ტალანტი კალუმ ჰგადსონ-ოდოი იშვიათი გამონაკლისი იყო. გერმანული გრანდი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა უნიჭიერესი შემტევის შეძენას და ამას არც მალავდა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა. ახლა კი, ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰადსონ-ოდოიმ ‘არისტოკრატებთან’ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 5-წლიანია და ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს. რეკორდმაისტერში ეს ამბავი არავის გაუხარდებოდა.

ჰადსონ-ოდოის უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ზაფხულში ფეხბურთელი არ ამბობდა, რომ ჩელსიში დარჩენა სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, ლონდონელთა ახალმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა 2017 წლის U17 მსოფლიოს ჩემპიონს წასვლა გადააფიქრებინა. ჰადსონ-ოდოი ტამი აბრაამთან (21 წლის, 7 გოლი 5 თამაშში) და მეისონ მაუნტთან (20 წლის, 3 გოლი 5 თამაშში) ერთად ჩელსის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

“ეს არის ამბავი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა,” - წერს ჩელსი ტვიტერზე. ჰადსონ-ოდოი ახლახან გამოჯანმრთელდა და ჯერ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს, მერე კი პირველ გუნდს დაუბრუნდება. ლამპარდი მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს.

📺 ვიდეო: კალუმ ჰადსონ-ოდოის გოლები ჩელსიში

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები