Thumbnail
  • პსჟ-რეალის მატჩის შემდეგ, ალფონს არეოლამ პარიზელებთან ფოტო გადაიღო
  • მადრიდის რეალის გულშემატკივრები თავიანთი მეკარის საქციელმა გააბრაზა
  • 26 წლის ფრანგმა გოლკიპერმა ბოდიში მალევე მოიხადა

მადრიდის რეალის მეკარე ალფონს არეოლას გულშემატკივრებისთვის ბოდიშის მოხდა დასჭირდა, პსჟ-ის ფეხბურთელებთან გადაღებული ერთობლივი ფოტოს გამო. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო ტურში რეალი სტუმრად პარიზში ანგარიშით 0:3 განადგურდა, არეოლამ კი, რომელიც მადრიდულ კლუბში სწორედ პსჟ-იდან გადავიდა, თამაშის დასრულების შემდეგ ფოტო კილიან მბაპესა და ერიკ ჩუპო-მოტინგთან გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-რეალის მატჩში არეოლა სათადარიგო იყო, მბაპეს ტრავმის გამო არ უთამაშია ჩუპო-მოტინგმა კი შეცვლაზე ითამაშა. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტმა მადრიდელი ფანები ძალიან გაანაწყენა.

"ძვირფასო რეალის გულშემატკივრებო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათზე გაკეთებული ზოგიერთი კომენტარი ჩემთვის სამწუხარო იყო. იცით, რომ ჩემი გული თეთრი მას შემდეგ გახდა, რაც ამ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. წაგებამ დამრთგუნა მეც და ამ დიდი ოჯახის ყველა წევრიც. თამაშის შემდეგ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებსა და მეგობრებს შევხვდი, რომლებთან გამომშვიდობება ვერ მოვასწარი. ბოდიშს ვიხდი მადრიდელი გულშემატკივრების წინაშე. იმედი მაქვს, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ", - დაწერა არეოლამ ინსტაგრამში.

26 წლის ფრანგი გოლკიპერი მადრიდის რეალში პსჟ-იდან იჯარით, ამ ზაფხულს, მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც რეალიდან პარიზულ კლუბში კეილორ ნავასი გადაბარგდა.

კომენტარები

ბოლო ამბები