Thumbnail

გაგამარუს წოდების შენარჩუნებამდე ერთი მოგება რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-13 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ქართველმა სუმოისტმა მიტორიუს იორიკირით მოუგო

აკი ბაშოს მეცამეტე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-13 ბრძოლა ჩაატარა და მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-6 ნომერ მიტორიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით მოუგო. 

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 5:8-ზეა

გაგამარუმ კიდევ ერთი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები