Thumbnail

ევროპალიგა | რომამ მარტივად მოიგო, მანჩესტერს გატანა გაუჭირდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპალიგაზე პირველი ტურის ყველა შეხვედრა ჩატარდა
  • რომამ ბაშაქშეჰირს 4 გოლი გაუტანა, ლუდოგრეცმა ცსკა-ს - 5
  • გლადბახი ვოლფსბერგერთან განადგურდა, იუნაიტედმა ასტანას მოუგო

ევროპალიგაზე პირველი ტურის ყველა შეხვედრა ჩატარდა. პირველი სესიის მატჩების შემდეგ, ღამის მატჩებიც საინტერესო გამოდგა. რომამ ''სტადიო ოლიმპიკოზე'' ბაშაქშეჰირს უმასპინძლა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ბულგარეთში მოსკოვის ცსკა განადგურდა, რაზგრადის ლუდოგორეცმა რუსებს 5 გოლი გაუტანა და 5:1 მოუგო.

მანჩესტერ იუნაიტედმა ასტანას საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქეს 17 წლის მეისონ გრინვუდის გოლით სძლია. ქართველების გენტმა ფრანგულ სენტ ეტიენს 3:2 მოუგო, გიორგი ქვილითაია მინდორზე 94-ე წუთზე შემოვიდა. ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ესპანიოლთან არ წააგო. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

G ჯგუფი

პორტო 2:1 იანგ ბოიზი

გოლები: 1:0 ტიკინიო (7), 1:1 ნსამე - პენ (15), 2:1 ტიკინიო (29).

რეინჯერსი 1:0 ფეიენოორდი

გოლი: 1:0 ოჯო (23)

H ჯგუფი

ლუდოგორეცი 5:1 ცსკა

გოლები: 0:1 დივეევი (11), 1:1 ვანდერსონი (47), 2:1 ლუკოკი (50), 3:1 კეზერუ (52), 4:1 კეზერუ (68), 5:1 კეზერუ - პენ (73)

ესპანიოლი 1:1 ფერენცვაროში

გოლები: 0:1 ხავი ლოპესის ავტოგოლი (10), 1:1 მატიას ვარგასი (60)

I ჯგუფი

ვოლფსბურგი 3:1 ოლექსანდრია

გოლები: 1:0 არნოლდი (20), 2:0 მეჰმედი (24), 2:1 ბანადა (66), 3:1 ბრეკალო (67)

გენტი 3:2 სენტ ეტიენი

გოლები: 1:0 დავიდი (2), 1:1 ხაზრი (38), 2:1 დავიდი (43), 3:1 პერინის ავტოგოლი (64), 3:2 კამინსკის ავტოგოლი (74)

J ჯგუფი

რომა 4:0 ბაშაქშეჰირი

გოლები: 1:0 კაისარას ავტოგოლი (42), 2:0 ჯეკო (58), 3:0 ძანიოლო (71), 4:0 კლუივერტი (90)

გლადბახი 0:4 ვოლფსბერგერი

გოლები: 0:1 ვაისმანი (13), 0:2 ლაიტგები (31), 0:3 რიცმაიერი (41), 0:4 ლაიტგები (68)

K ჯგუფი

ვულვერჰემპტონი 0:1 ბრაგა

გოლი: 0:1 ჰორტა (71)

სლოვანი 4:2 ბეშიქთაში

გოლები: 1:0 შპორარი (14), 1:1 ლიაიჩი - პენ (29), 1:2 ბოჟიკოვის ავტოგოლი (45), 2:2 შპორარი (58), 3:2 ლუბიჩიჩი (90), 4:2 რარსალა (90).

L ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 ასტანა

გოლი: 1:0 გრინვუდი (73)

პარტიზანი 2:2 ალკმაარი 

გოლები: 0:1 სტენგსი (12), 1:1 ნატხო - პენ (42), 2:1 ნატხო (61), 2:2 ბოადუ (66)

კომენტარები

ბოლო ამბები