Thumbnail

ტოჩინოშინმა რიუდენი დაამარცხა - ქართველს 2 მოგება სჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ორი მოგება სჭირდება
  • გაგამარუმ მე-6 ნომერ მიტორიუს იორიკირით მოუგო

ტოკიოს სუმოს დარბაზ "კოკუგიკანში" დასასრულს უახლოვდება აკი ბაშო - გასამართი მხოლოდ ორი დღის ორთაბრძოლებია. მე-13 დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-5 მაეგაშირა რიუდენს შეხვდა და მეტოქეს იორიკირით სძლია.

ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, ლევანს მიმდინარე ბაშოზე 6 მოგება და 7 მარცხი აქვს.

ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-6 ნომერ მიტორიუს შეხვდა და მეტოქეს იორიკირით მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები