Thumbnail
  • ფიორენტინა 0:2 იუვენტუსი | 0:1 ბერნარდესკი (56), 0:2 იგუაინი (86).
  • ფლორენციელთა ყოფილმა ვარსკვლავმა გოლი ემოციურად აღნიშნა.
  • ვიდეო-რეფერიმ ფიორენტინას პენალტი წაართვა.
  • ტურინული კლუბი გალიდერდა, რას იზამს ნაპოლი ლაციოსთან?

მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ტოტენჰემთან უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს, იუვენტუსი ფლორენციაში ბოლომდე დაიხარჯა და ფიორენტინა 2:0 დაამარცხა.

იუვემ ბერნარდესკის და იგუაინის გოლებით მოიგო

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა “სტადიო არტემიო ფრანკიზე” 2:0 მოიგო და სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ისევ დროებით? ამ კითხვაზე პასუხს ნაპოლის თამაში გასცემს - ნეაპოლელები დღეს საღამოს ლაციოს უმასპინძლებენ.

ამ გამარჯვების შემდეგ იუვენტუსს ოფიციალურ შეხვედრებში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს!

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 56-ე წუთზე ყოფილმა ფლორენციელმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ გახსნა. მან საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა. ფიორენტინას ტიფოზები ბერნარდესკის მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ, რის გამოც იუვეს გარემარბმა გოლი ემოციურად აღნიშნა და ფლორენციელები კიდევ უფრო გაამწარა.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი ფიორენტინას ერთ-ერთი ლიდერი იყო და ტურინში ზაფხულში გადავიდა. მეორე გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა.

ჯანლუიჯი ბუფონმა იუვენტუსის ფორმით მე-500 მატჩი ჩაატარა და 244-ჯერ შეინახა კარი მშრალად!

პირველ ტაიმში იყო საკამათო მომენტი, როცა მსაჯმა იუვენტუსის კარში პენალტი დანიშნა - ჯორჯო კიელინის ბურთი ხელზე მოხვდა. თუმცა მოგვიანებით, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, არბიტრმა ვიდე-რეფერის დახმარებით თერმეტმეტრიანი გააუქმა! მიზეზი: პასის მომენტში თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და, თანაც, ჯოვანი სიმეონე ალექს სანდროს წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევდა.

თამაშგარე მდგომარეობა
იმავე ეპიზოდში: თამაშის წესების დარღვევაც?

შეინარჩუნებს, თუ არა იუვენტუსი 24-ე ტურის შემდეგ ლიდერობას? ეს ნაპოლიზეა დამოკიდებული. ნეაპოლელები დღეს საღამოს (23:45) რომის ლაციოს მასპინძლობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები