Thumbnail

ევროპას დაუბრუნდა და მოიგო - ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:2,7:6 იანიკ მადენი
  • 1/4 ფინალში ნიკას მეტოქე ჟო-ვილფრედ ცონგაა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა მეცის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ATP-ის 250-იანი სერიის შეჯიბრებაა. მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა, რომელიც მე-2 ნომრად განთესეს და პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორეში გერმანელი იანიკ მადენი (129) ორ სეტში დაამარცხა - 6:2, 7:6 (8:6). შეხვედრა საათ-ნახევარს გაგრძელდა. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგაა.

პირველი სეტი ნიკამ ბრწყინვალედ დაიწყო, ის 3:0 დაწინაურდა, 5:2-ზე კი კიდევ ერთხელ აართვა გერმანელს მოწოდება - 6:2.

მეორე სეტი სულ სხვაგვარად წარიმართა, 2:2-ზე ნიკამ საკუთარი მოწოდება დაკარგა, თუმცა მალევე დაიბრუნა და ანგარიში 4:4 გახდა. ამის მერე ქართველი იოლად იგებდა საკუთარ მოწოდებებს, გერმანელს უჭირდა, თუმცა ტაი ბრეიკამდე მიაღწია, სადაც ორი სეტ პოინტი გაუცუდდა. სამაგიეროდ, 27 წლის ბასილაშვილმა პირველივე მატჩ პოინტი გამოიყენა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სექტემბერში პირველი მატჩი ითამაშა, მანამდე კი 20 დღე კორტზე არ გასულა, რაც ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში დამარცხდა. 

ბასილაშვილისა და ცონგას მეოთხედფინალური მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება (დაახლოებით 22 საათის შემდეგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები