Thumbnail
  • ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა
  • ლონდონის არსენალმა ფრანკფურტის აინტრახტს 3 უპასუხო გოლი გაუტანა
  • ლაციოს მარცხი რუმინეთში, ბაზელმა კრასნოდარს 5:0 მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპალიგის გათამაშებამაც აიღო სტარტი. პირველი ტურის შეხვედრები საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ყურადღება მიიქცია ლონდონის არსენალის გერმანიაში სტუმრობამ. უნაი ემერის გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა პირველი შეხვედრა და ფრანკფურტში აინტრახტი დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. 

თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, აინტრახტი ბევრი არაფერში ჩამოუვარდებოდა მეტოქეს და ზოგ კომპონენტში სჯობდა კიდეც, მაგრამ კლასში სხვაობამ თავისი გაიტანა და ლონდონელებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს მოწინააღმდეგე. გოლები ვილოკმა, საკამ და ობამეიანგმა გაიტანეს.

არსენალმა აინტრახტს 3:0 მოუგო

საოცარი მატჩი შედგა A ჯგუფში, სადაც აპოელ-ს ლუქსემბურგული დუდელანჟი ესტუმრა. ამ შეხვედრას საერთოდ არ მივაქცევდით ყურადღებას რომ არა დრამატული სცენარი და ლუქსემბურგლთა მოულოდნელი გამარჯვება. დუდელანჟი 2:0-ს ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მოუმატეს და 3:2 დაწინაურდნენ. სტუმრები არ გატყდნენ, კიდევ ორი გოლი შეაგდეს და საბოლოოდ, 4:3 სწორედ დუდელანჟის სასარგენლოდ.

სხვა მატჩებიდან ლაციოს რუმინეთში მარცხი, ბაზელის მიერ კრასნოდარის განადგურება და სევილიას აზერბაიჯანში გამარჯვება გამოვარჩიოთ, დანარჩენს კი შედეგებიდან შეიტყობთ. ეს მხოლოდ პირველი ტური იყო და გუნდებს ყველაფერი წინ აქვთ...

ბაზელმა კრასნოდარი დიდი ანგარიშით დაამარცხა

A ჯგუფი

აპოელ 3:4 დუდელანჟი

გოლები: 0:1 სინანი (36), 0:2 ბემიერი (51), 1:1 პავლოვიჩი (54), 2:2 დე ვინსენტი (56-პენ.), 3:2 პავლოვიჩი (58), 3:3 შტოლცი (72), 3:4 სინანი (82).

ყარაბახი 0:3 სევილია

გოლები: 0:1 ერნანდესი (62), 0:2 ელ ჰადიდი (78), 0:3 ტორესი (85).

B ჯგუფი

დინამო კ. 1:0 მალმიო

გოლი: 1:0 ბიალსკი (84).

კოპენჰაგენი 1:0 ლუგანო

გოლი: 1:0 სანტოსი (50).

C ჯგუფი

ბაზელი 5:0 კრასნოდარი

გოლები: 1:0 ბუა (9), 2:0 ბუა (40), 3:0 ზუფი (52), 4:0 ვიჰენა (54-საკ. კარში), 5:0 ოკაფორი (79).

ხეტაფე 1:0 ტრაბზონსფორი

გოლი: ანხელი (18).

D ჯგუფი

ლასკ ლინცი 1:0 როსენბორგი

გოლი: 1:0 ჰოლანდი (45).

პსვ 3:2 სპორტინგი

გოლები: 1:0 მალენი (19), 2:0 კოატესი (25-პენ.), 2:1 ფერნანდესი (39-პენ.), 3:1 ბაუმგარლი (48), 3:2 მენდეში (82).

E ჯგუფი

კლუჟი 2:1 ლაციო

გოლები: 0:1 ბასტოსი (9), 1:1 ჩიპრიანი (41-პენ.), 2:1 ომრანი (75).

რენი 1:1 სელტიკი

გოლები: 1:0 ნიანგი (38-პენ.), 1:1 რაიანი (59-პენ).

F ჯგუფი

აინტრახტი 0:3 არსენალი

გოლები: 0:1 ვილოკი (38), 0:2 საკა (85), 0:3 ობამეიანგი (87).

სტანდარდი 2:0 გიმარაეში

გოლები: 1:0 ჰანინი (66-საკ. კარში), 2:0 მპოკუ (90).

კომენტარები

ბოლო ამბები