Thumbnail

ოლიმპიური ლიცენზიისთვის - ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სალომე ფაჟავას მიზანი 16 საუკეთესო ტანმოვარჯიშეს შორის მოხვედრაა
  • საქართველოს ნაკრების გუნდური მე-9 ადგილი

აზერბაიჯანული ბაქო მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოდან ტურნირზე სალომე ფაჟავა, ნათელა ბოლატაევა და ქეთევან არბოლიშვილი მონაწილეობენ. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა 42 მონაწილეს შორის საპატიო მე-9 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა მრავალჟიდის ფინალში გავიდა, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება. ფინალში სულ 24 ტანმოვარჯიშეა და პირველ 16 ადგილზე გასული სპორტსმენები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები