Thumbnail

'წელს მაგარი სეზონი ექნება!' - კაკა ნეიმარის შესაძლებლობებში დარწმუნებულია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ნეიმარი ვერც ბარსელონაში გადავიდა და ვერც რეალში
  • კაკას აზრით, თანამემამულეს ჩემპიონთა ლიგის მოგება პსჟ-თან ერთად შეუძლია

გასული სატრანსფერო ფანჯრისას ხშირი იყო საუბრები, რომ ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნდებოდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა და ბრაზილიელი კარიერას ისევ პარი სენ-ჟერმენში განაგრძობს. 27 წლის ფეხბურთელით ინტერესდებოდა მადრიდის რეალიც.

პარიზული კლუბის მთავარი მიზანი წელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. საფრანგეთის ჩემპიონმა ლიგაზე გამოსვლა შთამბეჭდავად დაიწყო. პსჟ-მ მადრიდის რეალი შინ 3-0 დაამარცხა. შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს ნეიმარი, რომელიც გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა. 

ნეიმარზე და პარიზულ გუნდზე კომენტარი გააკეთა 2007 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, ბრაზილიელმა ლეგენდა კაკამ: “ვფიქრობ, ნეიმარის პსჟ-ში დარჩენა კარგია მისთვისაც და გუნდისთვისაც. პარიზული გრანდი ყოველთვის ცდილობს შექმნას შესანიშნავი გუნდი, რათა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, ნეიმარს კი შეუძლია იყოს ამ პროექტის ლიდერი. ჩემი აზრით, მას წელს ბრწყივნალე სეზონი ექნება!”

კაკას სჯერა, რომ ნეიმარს ლიგის მოგების გარდა, შეუძლია, მოიგოს სამ წელიწადში ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატიც. მისი აზრით, ნეიმარს შესწევს ძალა, ულიდეროს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს.

“მისთვის ეს რთულია, თუმცა ის ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, მას უკეთ ესმის საკუთარი დანიშნულება ეროვნულ ნაკრებში. კარგია, გუნდში გყავდეს მისნაირი მოთამაშე, ტიტესთვის (ბრაზლიის ნაკრების მწვრთნელი) ის იდეალურია,” - დაამატა კაკამ.

კომენტარები

ბოლო ამბები