Thumbnail
  • 29 წლის თავდამსხმელს მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული
  • მჭედლიძე სიცილიურ პალერმოსა და ტოსკანურ ემპოლიში თამაშობდა

ლევან მჭედლიძე კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს. 29 წლის თავდამსხმელს და ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა.

🏁 ლევან მჭედლიძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და დინამოელთა ვარჯიშსაც დაესწრო, ხვალიდან კი სრული დატვირთვით შეუდგება წვრთნას #მჭედლიძე10 #FCDT 🎬 https://bit.ly/2mqN1fJ

Posted by FC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

დინამოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მჭედლიძემ კლუბთან 1+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლევანი თბილისურ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძეს პრაქტიკულად მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული. 2008-2010 წლებში სიცილიურ პალერმოში ასპარეზობდა, შემდეგ კი 9 წელი ემპოლიში გაატარა. ტოსკანური გუნდის რიგებში 150 მატჩი აქვს გამართული. ქართველმა ფორვარდმა შესაძლებლობები სრულად ხშირი ტრავმების გამო ვერ გამოავლინა.

📣 რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა - ლევან მჭედლიძემ დინამო თბილისთან კონტრაქტს მოაწერა ხელი....

Posted by FC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები