Thumbnail

'რატომ გააჩერე ბრძოლა?' - ტოჩინოშინი მსაჯობით აღშფოთებულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის კომენტარი მიტაკეუმისთან მარცხის შემდეგ
  • რა უთხრა ქართველმა ოძეკიმ გიოჯის

აკი ბაშოს დასრულებამდე სამი დღეღა რჩება - ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მძიმე მდგომარეობაშია, მას 5-7 ბალანსი აქვს და ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებისთვის ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლეულს მეორედ დაკარგავს ოძეკის ტიტულს.

 

ორთაბრძოლა მსაჯმა 'გააფუჭა'

მიტაკეუმისთან ორთაბრძოლა, რომელიც ქართველმა საბოლოოდ იორიკირის ილეთით დათმო, სკანდალური გამოდგა. დოჰიოზე მყოფმა მსაჯმა (გიოჯი) პირველი ტაჩი აი, შეაჩერა და ბრძოლის დაწყება თავიდან ბრძანა. არადა მატა (ნაადრევი სტარტი) არ ყოფილა და ტოჩინოშინიც კარგად დაეჯახა სეკივაკეს. მეორედაც შეყოვნდა სტარტი, ხელმეორე ტაჩი აი კი ქართველს არ გამოუვიდა საუკეთესო. 

nikkansports.com წერს, რომ ქართველი ოძეკი გიოჯის ქმედებით აღშფოთებული იყო. მან ინუსუკე მორის პირველი ეპიზოდის შემდეგ დოჰიოზე მიმართა: "რატომ? რატომ გააჩერე ბრძოლა, რა იყო მიზეზი ვერ ვხვდები". 

თუმცა წაგების შემდეგ ლევანი დამშვიდებული კომენტარში წაგების მიზეზად საკუთარ სუსტ ფორმას მიიჩნევს: "დღეს წავაგე იმიტომ, რომ არ ვარ საუკეთესო ფორმაში, თუმცა ვცდილობ საუკეთესო თვისებები გამოვავლინო ბრძოლისას". 

სხვათა შორის, ამავე გიოჯიმ მანამდე გოეიდოსა და რიუდენის ორთაბრძოლაც გააუფერულა, როცა ორჯერ შეაჩერა ტაჩი აი (სასტარტო დაჯახება) და მატა დააფიქსირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები