Thumbnail

გია გეგუჩაძის ინტერვიუ | დინამო ბათუმის მიზნები და კრუიფის ფეხბურთის გავლენა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

დინამო ბათუმის მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუ თბილისის ლოკომოტივთან მოგებული შეხვედრის მეორე დღეს ჩავწერეთ. გია გეგუჩაძეს ანგისას ბაზაზე შევხვდით და შევეცადეთ, ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.

ინტერვიუში მოისმენთ, თუ რა მოლოდინი აქვს ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდის მთავარ მწვრთნელს მეოთხე, დასკვნითი წრის წინ; როგორ აფასებს მიმდინარე სეზონში საკუთარი კლუბის ევოლუციას; რომელმა საფეხბურთო მიმდინარეობამ მოახდინა მასზე განსაკუთრებული გავლენა; რას ფიქრობს ნიკოლოზ საბანაძის ტრავმაზე...

📺 ვიდეო: ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

📌 "რა მიზანიც გვქონდა, შეგვიძლია, შესრულებულად ჩავთვალოთ - სეზონის დასაწყისში საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა დავგეგმეთ. ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველას, მათ შორის ჩვენს გულშემატკივრებსაც გაგვიჩნდა გარკვეული სურვილი ჩემპიონობის და არ ვიქნებით მართლები, თუ არ ვიბრძოლებთ ტიტულისთვის."

📌 "კრუიფს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები: აიაქსში კვირაში 3-4 დღე, საათნახევრის განმავლობაში ვვარჯიშობდი. დანარჩენი 6-7 საათი ეზოში, ქუჩაში ვთამაშობდი ფეხბურთს. ახლა თქვენ მითხარით, სად გავიზარდე... აიაქსმა გამზარდა თუ ქუჩამ?"

📌 "ჩვენს ფეხბურთელებს უყვართ ბურთი. რაც უფრო მეტი შეხება აქვთ ბურთთან, რაც უფრო მეტად ფლობენ ბურთს, ეს გაცილებით უკეთესია. ჩვენ გვიყვარს გოლების გატანა, საგოლე გადაცემების გაკეთება, ეფექტური თამაში შეტევაში... მეორე მხარეც არ უნდა დაგვავიწყდეს, ფეხბურთის თამაშისთვის დაცვა აუცილებელია."

📌 "მომიწია იოჰან ბოსკამთან მუშაობა. რინუს მიხელსიდან წამოსული, შემდეგ კრუიფის განვითარებული ჰოლანდიური ფეხბურთი ყველაზე ახლოს არის ქართულ რეალობასთან. კონცეფციები, რომელიც იქ არსებობს, ჩემი მხრიდან არის გაზიარებული. არის რაღაცები, რასაც შეცვლა და ადაპტირება სჭირდება, მაგრამ ძირითადი პოსტულატები ჩემთვის მისაღებია."

 

კომენტარები

ბოლო ამბები