Thumbnail
  • ქართველმა მოჭიდავეებმა ოლიმპიური ლიცენზიებიც ვერ მოიპოვეს
  • ხვალ, ხალიჩაზე იაკობიშვილს, ავთო კენჭაძეს, მწითურს და პეტრიაშვილს ვიხილავთ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატში, დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ. ქართველთაგან ხალიჩაზე ოთარ გოგავა (57 კგ.) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) ვიხილეთ, თუმცა, მათ ასპარეზობა მალევე დაასრულეს.

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ხინჩეგაშვილმა კვალიფიკაციაში სამხრეთკორეელი იუნსიკ იუნს 4:0 სძლია, 1/16-ფინალში კი, უნგრეთის სახელით მოჭიდავე ისმაილ მუსუკაევთან 1:5 წააგო. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა და ლადოს რეპეშაჟში გადასვლის შანსიც არ მისცემია.

📺 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - იუნსიკ იუნი

ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) 4-0 მოუგო კორეელ იუნს

ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) 4-0 მოუგო კორეელ იუნს და 1/16 ფინალში უნგრეთის სახელით მოასპარეზე რუსეთის ნაკრების ყოფილ წევრ ისმაილ მუსუკაევს დაეჭიდება (ხალიჩა A, #574) Live! https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-36?tab=results

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

სამწუხაროდ, პირველივე ორთაბრძოლა დათმო გოგავამ, რომლის მეტოქეც არსენ არუთუნიანი იყო. მერვედფინალში სომეხი ფალავანმაც წააგო და ჩვენებურისთვის მსოფლიოს პირველობა ნაადრევად მორჩა.

აღსანიშნავია, რომ ორივე აღნიშნულ წონაში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდებოდა და ამისთვის მოწინავე ექვსეულებში შესვლა იყო საჭირო, რაც ქართველებმა ვერ მოახერხეს. ამგვარად, გოგავას და ხინჩეგაშვილს იაპონიის საგზურებისთვის ბრძოლა დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებზე მოუწევთ.

ოთარ გოგავამ პირველივე ორთაბრძოლა წააგო

ხვალ, საქმეში კიდევ ოთხ ქართველ მოჭიდავეს ვიხილავთ. ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) კვალიფიკაციაში მოლდოველ მიჰაილ სავას გაეჯიბრება, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) 1/16-ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ზელიმხან ხაჯიევს შეერკინება, ირაკლი მწითური (92 კგ.) მერვედფინალში ძალებს უნგრელ ბენდეგუშ ტოტთან მოსინჯავს, ხოლო გენო პეტრიაშვილის (125 კგ.) პირველი მეტოქე კოსოვოელ ეგზონ შალას და ფინელ იერე ტაპანი ჰეინოს შორის უმჯობესი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები