Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედმა ვიქტორ ლინდელოფი 2017 წელს ბენფიკადან დაიმატა
  • შვედი ინგლისურ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება

ვიქტორ ლინდელოფმა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 25 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. შვედი მცველი ‘წითელ ეშმაკებს’ ბენფიკადან 2017 წელს 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. მან ამ დროის განმავლობაში მანჩესტერულ კლუბთან ერთად 74 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“იუნაიტედში ჩასვლის დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ბოლო ორი წლის განმავლობაში გავიზარდე, როგორც მოთამაშედ ასევე, პიროვნულად. კლუბში ყველას დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. მიყვარს ფეხბურთის თამაში, ჩემი მიზანია, გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო შეუდარებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი დაუბრუნდეს იმ ადგილს, რომელსაც იმსახურებს” - განაცხადა ლინდელოფმა.

მას შემდეგ რაც, ინგლისურ კლუბში მთავარ მწვრთნელად ოლე გუნარ სულშერი დაინიშნა, ვიქტორს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა. შვედი ფეხბურთელი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშედ და ახლა ჰარი მაგუაირთან ერთად (რომელიც ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი მცველია) აძლიერებს დაცვის ცენტრს.

“ვიქტორი კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, იგი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა” - ამბობს სულშერი. 

შვედმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: “ჩემი მომავალ
ი მხოლოდ წითელია”

 

კომენტარები

ბოლო ამბები