Thumbnail

ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრებში - გვინეა-ბისაუ უდიდეს ტალანტს კარგავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 16 წლის ანსუ ფატის ესპანეთის ნაკრებში ეპატიჟებიან
  • U17 ნაკრების მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ თინეიჯერი ესპანეთს აირჩევს

ბოლო დროს, ბარსელონაში ყველა ანსუ ფატიზე ლაპარაკობს. ლიონელ მესის არყოფნაში, 16 წლის ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი შემტევია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გვინეა-ბისაუელი თავდამსხმელის გადაბირებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს.

ლუის სუარესი და ანსუ ფატი

26 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება და ესპანეთის U17 ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავიდ ხორდოს ძალიან სურს, რომ ფატიმ მის გუნდში ითამაშოს.

“მართალია, მასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ანსუს ესპანეთის ნაკრებში თამაში სურს,” - განაცხადა ხორდომ.

ესპანელები წინასწარ შემადგენლობას 25 სექტემბერს გამოაქვეყნებენ. მწვრთნელის თქმით, ფატის, რა თქმა უნდა შეუძლია, რომ გვინეა-ბისაუს ნაკრები აირჩიოს, მაგრამ მას ესპანეთის დროშის ქვეშ თამაში სურს. აღსანიშნავია, რომ გვინეა-ბისაუ ფიფას რეიტინგში 123-ე ადგილზეა.

ანსუ ფატი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონას მაისურით ითამაშა და ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც ბარსას ფორმით ლა ლიგაში გოლი გაუტანია. რაკი მან სამშაბათს დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგაც ითამაშა, 16 წლისა და 351 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბარსელონელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები