Thumbnail
  • პაროდისტებმა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები განასახიერეს.
  • დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ორეულებმა მნახველებში აღტაცება გამოიწვიეს.
  • პაროდისტებს პიონჩანის ოლიმპიური სტადიონი დაატოვებინეს.

ინტერნეტი სამხრეთ კორეის კადრებმა მოიცვა, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთად ესწრებიან. სინამდვილეში კი, დაპირისპირებული ლიდერები პაროდისტებმა განასახიერეს და ჟურნალისტები და გულშემატკივრები ძალიან გაახალისეს.

► საქართველოს მედროშე მორის ყვითელაშვილია | ზამთრის ოლიმპიდა საზეიმოდ გაიხსნა

► ქართული დელეგაციის გაცილება ზამთრის ოლიმპიადაზე - სპორტსმენების გრაფიკი ცნობილია

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს არაერთგზის დაემუქრნენ. 

ტრამპის ორეული ნამდვილად ამერიკელია, აი, კიმ ჩენ ინი კი ავსტრალიელმა განასახიერა. ორივე პაროდისტი მუსიკოსია.

ოლიმპიური სექსსკანდალები - სექსუალური მოძალადე და მსხვერპლი სპორტსმენები

► შიშველი აქტივისტი ყინვაში - პირველი სასეირო კადრები პიონჩანიდან

შეამხანაგებული “დონალდი” და “კიმი” სეულის ქუჩებშიც ერთად დასეირნობდნენ და შიგადაშიგ სელფისაც იღებდნენ. ამ უჩვეულო სანახაობას უამრავი ადგილობრივი და ქალაქის სტუმარი ადევნებდა თვალს და სამახსოვრო ფოტოებს იღებდა. 

მოგვიანებით ჟურნალისტმა მელისა ბლოკმა დაწერა, რომ "ლიდერები" პიონჩანის ოლიმპიური სტადიონი დაატოვებინეს.

სამხეთ კორეის ნაკრები პიონჩანში გამოსვლას არ აპირებდა, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ ფხენიანმა მეზობელ კორეაში დელეგაციის გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.

ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეას 10 სპორტსმენი წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები