Thumbnail

თარიღი ცნობილია! გიგა ჭიკაძე UFC-ში იჩხუბებს

  • გიგა ჭიკაძის UFC-ში დებიუტი 28 სექტემბერს შედგება
  • ქართველის მოწინააღმდეგე ამერიკელი - ბრენდონ დევისია...

ქართველი MMA-ის მებრძოლი, ყოფილი კიკბოქსიორი - გიგა ჭიკაძე UFC-ში იბრძოლებს. ქართველის მოწინააღმდეგე თავდაპირველად მაიკ დევისი გახლდათ, ხოლო ოპონენტის ტრავმის შემდეგ, დევისი მისმა მოგვარემ - ბრენდონ დევისმა შეცვალა.

ბრენდონ დევისის ანგარიშზე MMA-ის 17 ბრძოლაა, საიდანაც 10 მოგებული აქვს. ხოლო UFC-ში მისი რეკორდი ასე გამოიყურება - 2 მოგება, 4 წაგება. ცნობილია, რომ დევისი მარათონების მოყვარულია და ფიზიკური გამძელობით გამოირჩევა.

ჭიკაძის დებიუტი UFC-ში 28 სექტემბერს, კოპენჰაგენში შედგება. "კონტრაქტს ხელი რამდენიმე დღის წინ მოვაწერე, თავდაპირველად მაიკ დევისთან უნდა მეჩხუბა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დევისი ბრძოლას გამოეთიშა და მას მისი მოგვარე - ბრენდონ დევისი შეცვლის." - ამბობს ჭიკაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები