Thumbnail

"კოკუგიკანში" აკი ბაშოს მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა. მსაჯმა პირველი დაჯახების შემდეგ ორთაბრძოლა გააჩერა. ხელახალი ტაჩი აი კი ქართველს კარგი არ გამოუვიდა, მიტაკეუმიმ იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

ტოჩინოშინი კადობან-ოძეკია, მას აუცილებლად სჭირდება ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს. ტოჩინოშინს 5-7 ბალანსი აქვს და მეტი წაგების უფლება აღარ აქვს. 

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-5 მაეგაშირა რიუდენია, რომელთანაც ურთიერთდაპირისპირებებში 1:1-ია. 

აკი ბაშოზე 10-2 ბალანსით ერთპიროვნულად ტაკაკეიშო გალიდერდა, რომელმაც ამ მოგებით ოძეკის ტიტულის დაბრუნება გაინაღდა. ოძეკი გოეიდომ მოახერხა მე-8 ორთაბრძოლის მოგება და კადობანიდან თავი დაიძვრინა. 

ჯურიოს მე-10 ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კირიბაიამასთან შიტატენაგეს ილეთით მარცხით უარყოფითი ბალანსი გაიფორმა. მას 4-8 ბალანსი აქვს და ახლა მხოლოდ იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ ისე არ დაქვეითდეს, რომ ჯურიოს დივიზიონიდანაც გავარდეს. გაგამარუს შემდეგი მეტოქე მე-6 ნომერი მიტორიუა. 

კომენტარები

ბოლო ამბები