Thumbnail

მაურისიო სარი: 'სტანდარტული სიტუაციებისას მეტი ყურადღება გვმართებდა'

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს 3 ქულა ჯიბეში ეგონა
  • ტურინელებმა მადრიდში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს

ტურინის იუვენტუსის თავკაცმა მაურისიო სარიმ მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მის სიტყვებში იმედგაცრუება შეინიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გრანდი მადრიდში ატლეტიკოს ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა, თუმცა, ბოლომდე ვარ გაძლო და შინ ქულის ამარა გაეშურა.

“ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, თუმცა, მატჩის შედეგმა სიმწარის გრძნობა დაგვიტოვა, რადგანაც გამარჯვება უკვე ჩვენი გვეგონა.

სტანდარტული სიტუაციების დროს მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ამაზე ბევრი სამუშაო გვაქვს.

კუადრადოს ძირითად შემადგენლობაში დაყენება ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. გვეგონა, რომ გახსნილი თამაში იქნებოდა, ხუანს კი კარგი სისწრაფე აქვს და ეს კოზირი უნდა გამოეყენებინა.

საერთო ჯამში, გუნდში კარგი სიტუაციია. ბევრს ვმუშაობთ და დღევანდელ მატჩშიც ბევრი ისეთი მომენტი წარმოჩინდა, რომლებიც ვარჯიშებზე გვქონდა დამუშავებული”.

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას 1 ოქტომბერს ეცდება, როდესაც ტურინში ლევერკუზენის ბაიერს დაუხვდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები