Thumbnail

შეწყვეტილი სერია! რეალის ყველაზე ცუდი სტარტი 2006 წლის შემდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პარი სენ-ჟერმენთან მარცხის შემდეგ რეალის ფანებს სანერვიულო აქვთ
  • სამეფო კლუბმა შესანიშნავი სერია შეწყვიტა
  • ზინედინ ზიდანის ბალანსი დაბრუნების შემდეგ საკმაოდ ცუდია

წელიწადზე მეტია, მადრიდის რეალი ისეთ ფორმაში აღარ არის, როგორიც ეკადრება. ახლა კი კიდევ ერთი სერია შეწყდა: 2008 წლიდან მოყოლებული, მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს ყოველთვის იგებდა, წელს კი, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პირველად წააგო 2006 წლის შემდეგ.

მაშინ, ‘სამეფო კლუბმა’ ჩემპიონთა ლიგა ლიონთან მარცხით დაიწყო (0:2), ახლა კი პარი სენ-ჟერმენთან სტუმრად 0:3 დამარცხდა.

რეალის პირველი მატჩები ჩემპიონთა ლიგაში 2006 წლიდან 

❌ 2006/07: ლიონი 2:0 რეალი
✅ 2007/08: რეალი 2:1 ვერდერი
✅ 2008/09: რეალი 2:0 ბატე
✅ 2009/10: ციურიხი 2:5 რეალი
✅ 2010/11: რეალი 2:0 აიაქსი
✅ 2011/12: დინამო ზაგრები 0:1 რეალი
✅ 2012/13: რეალი 3:2 მანჩესტერ სიტი
✅ 2013/14: გალათასარაი 1:6 რეალი
✅ 2014/15: რეალი 5:1 ბაზელი
✅ 2015/16: რეალი 4:0 შახტარი
✅ 2016/17: რეალი 2:1 სპორტინგი
✅ 2017/18: რეალი 3:0 აპოელ
✅ 2018/19: რეალი 3:0 რომა
❌ 2019/20: პსჟ 3:0 რეალი

აღსანიშნავია, რომ რეალს საფრანგეთში ზედიზედ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. 2010-დან 2018 წლის ჩათვლით, მადრიდელებმა ფრანგულ კლუბებთან სტუმრად 3 გამარჯვება იზეიმეს და 2 ფრე დააფიქსირეს (ოსერში და ორ-ორჯერ ლიონსა და პარიზში).

მინიმუმ საეჭვო და მაქსიმუმ სამარცხვინოა ზინედინ ზიდანის სტატისტიკური ბალანსიც. მას მერე, რაც ზიზუ რეალში დაბრუნდა, 16 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო. ანუ, ნახევარიც კი არ მოუგია. 5 თამაში კი სულაც წააგო. და თუ ზაფხულში გამართულ ტესტ-მატჩებსაც ჩავთვლით, უფრო უარეს შედეგს მივიღებთ: 9 მოგება, 6 ფრე, 8 წაგება.

მწვრთნელი ზიდანის სტატისტიკა რეალში

📌 ოფიციალური მატჩები ზიდანის დაბრუნების შემდეგ
7 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება

📌 ტესტ-მატჩების ჩათვლით
9 მოგება, 6 ფრე, 8 წაგება

📌 ზიდანის ჯამური სტატისტიკა
111 მოგება, 33 ფრე, 21 წაგება

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები