Thumbnail

'მადლობა უფასო ბურგერებისთვის' - კრიშტიანო რონალდო ედნას ეძებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კრიშტიანო რონალდოს კარგად ახსოვს ბავშვობაში მისთვის გაკეთებული სიკეთეები
  • პორტუგალიელი ვარსკვლავი 'მაკდონალდსის' ერთ-ერთ თანამშრომელს ეძებს

კრიშტიანო რონალდოს რომ ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა, ეს ამბავი არახალია. ის უმამოდ, უკიდურეს გაჭირვებაში, კუნძულ მადეირაზე გაიზარდა. პირს მორგანთან უკანასკნელ ინტერვიუში მან გაიხსენა, თუ როგორ ითხოვდა ბავშვობაში "მაკდონალდსში" ბურგერებს სხვა ბავშვებთან ერთად.

"როდესაც ჩვენ გვშიოდა და ფული არ გვქონდა, სტადიონთან ახლოს მდებარე "მაკდონალდსში" მივდიოდით და ბურგერებს ვითხოვდით. იქ ერთი ქალი მუშაობდა, სახელად ედნა. ის და ორი სხვა გოგო ყოველთვის გვაძლევდნენ ბურგერებს", - განაცხადა რონალდომ. 

მას შემდეგ ეს "მაკდონალდსი" მადეირაზე დაიხურა, კრიშტიანოს ძალიან უნდა, რომ ედნა მოძებნოს და მას მადლობა გადაუხადოს. მისივე თქმით, მისი პოვნა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, ახლა კი იმედი აქვს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ მას ვინმე გამოეხმაურება. რონალდოს სურს, რომ ედნა და ის ორი სხვა გოგონა, რომლებიც მას ბავშვობაში ეხმარებოდნენ, ვახშამზე დაპატიჟოს და ამ ფორმით გადაუხადოს მადლობა.

ეს დიდი ჩემპიონის დიდი საქციელი იქნება...

კომენტარები

ბოლო ამბები