Thumbnail

რეალი პსჟ-ს კილიან მბაპეზე შეუთანხმდა - მადრიდელები რეკორდულ თანხას გადაიხდიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფრანგი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
  • რეალი პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდში რეკორდულ თანხას გაიღებს

პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. როგორც El Chiringuito იუწყება, მბაპეს ტრანსფერი რეალში შეთანხმებულია და მადრიდელები 20 წლის ფეხბურთელის შეძენაში 225 მილიონ ევროს გადაიხდიან. კიდევ 50 მილიონს კი საფრანგეთის ჩემპიონი ბომუსის სახით მიიღებს.

თუკი ეს ხმები გამართლდა, მბაპეს რეალში ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული გახდება. ჯერჯერობით კი ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებად, ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში ნეიმარის გადასვლა ითვლება - 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

იუწყებიან, რომ რეალს მბაპესთანაც უკვე შეთანხმებული აქვს პირადი კონტრაქტის დეტალები. ფრანგი ფორვარდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" წელიწადში 35 მილიონ ევროს მიიღებს, პრემიალურების გათვალისწინებით კი, ეს თანხა შესაძლოა კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს.

ახალგაზრდა ფრანგმა 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

კილიან მბაპეს ტრანსფერის მონაკოსგან გამოსყიდვა პარი სენ-ჟერმენს 180 მილიონი ევრო დაუჯდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ფრანგმა საკლუბო დონეზე 4 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი.

დღეს, 18 სექტემბერს, კილიან მბაპეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის სასტარტო მატჩში მადრიდის რეალს მიიღებს. თავად ფეხბურთელი ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები