Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე მიესალმა
  • ქართველ მორაგბეებს სამახსოვრო კეპები გადაეცათ

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში “ბორჯღალოსნების” ოფიციალური დახვედრის და მსოფლიო თასის კეპების გადაცემის ცერემონია შედგა.

შეგახსენებთ, რომ ეს ტრადიციული ღონისძიებაა, რომელსაც ტურნირის მასპინძელი მხარე ყველა მონაწილე ნაკრების საპატივსაცემოდ ატარებს.

こんにちは名古屋 #ბორჯღალოსნების ოფიციალური დახვედრის და მსოფლიო თასის კეპების გადმოცემის ცერემონია ნაგოიაში. #TheLelos official...

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

გასულ დღეებში იაპონელებმა დაუვიწყარი საღამოები ფიჯის, ირლანდიას, არგენტინას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ნამიბიას, რუსეთს, საფრანგეთს, შოტლანდიას, იტალიას, სამოას, ინგლისს და უელსს მოუწყვეს, დღეს, საქართველოს, კანადის, აშშ-ის და ავსტრალიის ჯერი იყო, ხვალ კი, ცერემონიებს ტონგა და ურუგვაი დაასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ნაგოიაში გამართულ საღამოს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი და ქალაქის მერი ტაკაში კავამურაც დაესწრნენ, მათ გარდა, კი სტუმრებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც მიმართა. დიდ ეკრანზე აჩვენეს ტოჩინოშინის მიმართვაც. ქართველმა სუმოისტმა თანამემამულეებს წარმატება ტოკიოდან უსურვა, სადაც საშემოდგომო ბაშოზე ირჯება.

#ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის ნაგოიაში ემზადებიან 💪 🔥 #TheLelos getting ready for their first Rugby...

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

დღესვე, "ბორჯღალოსნებმა" ნაგოიაში მორიგი ვარჯიში გამართეს, უშუალოდ ტურნირში კი 23 სექტემბერს უელსთან მატჩით ჩაერთვებიან, რომელსაც ქალაქი ტოიოტა უმასპინძლებს. ტურნირის სასტარტო შეხვედრაში, 20 სექტემბერს, მასპინძელი იაპონია და რუსეთი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები