Thumbnail

პირველი ფერადკანიანი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს - ეტო'ოს მიზანი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სამუელმა კარიერის დასრულების შემდეგ ფიქრი მწვრთნელობაზე დაიწყო
  • 38 წლის კამერუნელს თავისი ყოფილი კლუბის, ბარსელონას გაწვრთნა სურს
  • ეტო'ო მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და მის ისტორიაში შესვლას ისახავს 

კამერუნელ სამუელ ეტო’ოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მომავალში მწვრთნელად დასაქმების სურვილი გამოთქვა. როგორც ირკვევა, ეტო’ოს ბარსელონას გაწვრთნა და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება სურს.

"ერთ დღესაც დავბრუნდები ბარსელონაში, მინდა, გავხდე პირველი ფერადკანიანი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და ასევე მსურს, ჩემი გუნდი ისევე თამაშობდეს, როგორც გვარდიოლას ბარსა", - თქვა ეტო’ომ პროგრამა Què t'hi Jugues-ის ეთერში.

კამერუნელმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ბარსაში მოიგო, ერთხელ - ინტერში

38 წლის კამერუნელი ფორვარდი მადრიდის რეალში, მალიორკაში, ბარსელონაში, ინტერში, ანჟიში, ჩელსიში, ევროტნში, სამპდორიაში, ანთალიასფორსა და კონიასფორში გამოიდოდა. მის კარიერაში ბოლო კლუბი კი ყატარი იყო. სამუელმა სამჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ იტალიურ სერია A-ში გაიმარჯვა. 

სამუელ ეტო’ო კამერუნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, რომლის ღირსებას 1996-2014 წლებში იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები