Thumbnail
  • ესპანელის აზრით, რაჰიმ სტერლინგი ლიონელ მესის გზას ადგას
  • სიტის შემტევმა პრემიერლიგის 5 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა

ბარსელონას ლეგენდა ჩავის სჯერა, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დომინირების დასრულების შემდეგ, მანჩესტერ სიტის ფორვარდ რაჰიმ სტერლინგს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ესპანელმა მესისთან ერთად დიდხანს ითამაშა და გრძნობს, რომ 24 წლის სტერლინგი არგენტინელი ‘ჯადოქრის’ გზას ადგას.

“მესი და რონალდო მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდნენ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის. რთულია, გაიხსენო პერიოდი, როცა ისინი მოწინავე ადგილებზე არ იყვნენ. ჩემთვის მესი საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე (მესი და რონალდო) ჯერ კიდევ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ, მოვა დრო, როცა ისინი ვიღაცამ უნდა შეცვალოს და ეს დღე არცთუ ისე შორსაა, - აცხადებს ჩავი Mirorr-თან საუბრისას, - თქვენ აკვირდებით ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც, შესაძლოა, მომავალში საუკეთესოები გახდნენ. ესენი შეიძლება იყვნენ: ნეიმარი, მბაპე, სალაჰი და რა თქმა უნდა სტერლინგი, თუმცა ჩემი აზრით, ამ ბრძოლას რაჰიმი მოიგებს.”

ახალგაზრდა შემტევმა კარგი თამაშით თავი ლივერპულში ყოფნისას დაგვამახსოვრა. კარგი იყო მისი საწყისი წლები მანჩესტერ სიტიშიც, თუმცა თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა მან პეპ გვარდიოლას ხელში დაიწყო.

“ის ყოველთვის კარგი მოთამაშე იყო, თუმცა პეპის ხელმძღვანელობით იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა” - დაამატა ჩავიმ.

რაჰიმს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში 5 გატანილი გოლი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები