Thumbnail
  • Bleacher Report-მა ახალბედების მთავარი ნაკლოვანებები ჩამოწერა
  • რამდენ წუთს ითამაშებს ბითაძე?

Bleacher Report-მა NBA-ს გუნდებში ყველაზე ნიჭიერი ახალბედების მთავარი ნაკლოვანებები ჩამოთვალა. სიაში არის ინდიანას ახალწვეული გოგა ბითაძეც. 20 წლის ქართველი კალათბურთელის მთავარ ნაკლად პრესტიჟული გამოცემა დაცვაში თამაშის უნარს ასახელებს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

"ბითაძე დრაფტის პირველი წრის მოთამაშე მას მერე გახდა, რაც შეტევაში პროდუქტიულობაში და სროლის მრავალფეროვნებაში მოუმატა. ნომერ პირველი კითხვა, რასაც სკაუტები სვამდნენ, იყო მისი დაცვაში თამაშის უნარ-ჩვევები.

211 სმ სიმაღლის ბითაძე შესანიშნავი დამფარებელია, თუმცა დაცვაში თამაშისას მას პოზიციის შეცვლა არ შეუძლია. ადგილიდან სისწრაფეში და დრიბლინგში ის შეზღუდულია, ამიტომაც ინდიანაში მხოლოდ ცენტრის პოზიციაზე შეძლებს თამაშს. 

გოგას ამერიკული მედიის ყურადღება არ აკლია

მოწინააღმდეგე გუნდის გამთამაშებლები მის წინააღმდეგ ხშირად გამოიყენებენ "პიკ ენდ როლს". მათ უპირატესობა მიეცემათ, თუკი ბითაძესთან დუელში სივრცე მიეცემათ. სამაგიეროდ, მეტოქეს ძალიან გაუჭირდება დაბალი ხუთეულით თამაში, როცა მოედანზე ბითაძეა". 

📺 გოგას ბლიც-ინტერვიუ

საშუალოდ 15 წუთი? 

Indy Cornrows მიიჩნევს, რომ გოგას სეზონში საშუალოდ 15.2 წუთი მიეცემა თავის გამოსაჩენად, რაც საკმაოდ კარგი პერსპექტივაა.

"საბონისი 4-ზე ითამაშებს, ხოლო ტერნერი - 5-ზე, გოგა ბითაძე კი ორივეს შემცვლელი იქნება. ბევრი რამ დამოკიდებულია, როგორ ითამაშებენ საბონისი და ტერნერი ერთად, რამდენი გაუცდებათ მათ. ჯერ ისიც უცნობია, მაკმილანი პირველივე დღიდან შეიყვანს თუ არა ბითაძეს როტაციაში", - წერს საიტი.  

კომენტარები

ბოლო ამბები