Thumbnail

ტრაგედია ქართულ რაგბიში - 19 წლის მორაგბე ავტოკატასტროფაში დაიღუპა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუნკერებისა და ასაკობრივი ნაკრების მორაგბე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
  • ბართლომე კალაძე 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი იყო

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი და სარაგბო კლუბ იუნკერების მორაგბე, ბართლომე კალაძე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 19 წლის მორაგბე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი იყო.

ის იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ჰეგემონია დაამხო და მეტოქეს ფინალური დაპირისპირება ანგარიშით 8:3 მოუგო.

ბართლომე! ვიზიარებთ ოჯახის და მეგობრების მწუხარებას.

Posted by მერაბ შარიქაძე/Merab Sharikadze on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები