Thumbnail
  • 50 წლის არგენტინელს მარცხენა ფეხის კოჭში პროთეზი ჩაუდგეს
  • არგენტინის ნაკრების ექს-ფორვარდი ტკივილებისგან იტანჯებოდა 

არგენტინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, გაბრიელ ბატისტუტას მარცხენა ფეხის კოჭში პროთეზის ჩადგმის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს. ოპერაციის საჭიროების გამო 50 წლის ბატიგოლს, ხიმნასიას მთავარ მწვრთნელად ახლახან დანიშნული დიეგო მარადონას შტაბში შესვლაზე უარის თქმა მოუხდა.

ოპერაცია შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა.

"პირველი ეტაპი ჩავლილია. მარცხენა კოჭში პროთეზი გაკეთებულია. ახლა აღდგენის ეტაპი იწყება. მადლობა ყველას სიყვარულისა და ამაგისთვის", - დაწერა ოპერაციის შემდეგ ბატისტუტამ სოციალურ ქსელში.

Primera etapa superada, la prótesis en el tobillo izquierdo ya es una realidad, ahora vamos por la recuperación. Gracias por tanto cariño y preocupación.

Posted by Gabriel Batistuta on სამშაბათი, 17 სექტემბერი, 2019

ბატისტუტამ კარიერა ნიუელს ოლდ ბოიზში დაიწყო, რის შემდეგაც რივერ პლეიტში, ბოკა ხუნიორსში, ფიორენტინაში, რომასა და ინტერში ითამაშა. არგენტინელის ბოლო კლუბი კი ყატარული ალ არაბი იყო. არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას ის 1991-2002 წლებში იცავდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 77 მატჩში 54 გოლით გამოირჩა. ბატისტუტამ ფეხბურთელის კარიერა 2005 წელს დაასრულა.

ლეო მესის გამოჩენამდე, ბატიგოლი ალბესელესტეს საუკეთესო ბომბარდირი იყო

გაბრიელ ბატისტუტას კარიერის განმავლობაში მუდმივად თან სდევდა ტრავმები, მისი დასრულების შემდეგ კი ტკივილები გაუსაძლისი გაუხდა. არგენტინელმა მოგვიანებით ჟურნალისტებს უამბო, რომ ძლიერი ტკივილების გამო ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომასაც ვერ ახერხებდა, ერთი პერიოდი კი ექიმებს ფეხის ამპუტაციას სთხოვდა.

მეტი ამ თემაზე: 'ოღონდ ტკივილი გამიქრეს და...' - ბატისტუტა ფეხში პროთეზს იდგამს

კომენტარები

ბოლო ამბები