Thumbnail
  • კრიშტიანოს და ლეოს პრესტიჟული ჯილდო ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული
  • შარშან მათი ჰეგემონია ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა დაარღვია 

პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს არგენტინელ ლიონელ მესისთან მუდმივი პაექრობა გონებიდან არ ამოსდის. ტურინის იუვენტუსის ლიდერმა ამჯერად ოქროს ბურთის ფაქტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ლეოს გადასწრება აქვს მიზნად დასახული.

“დიახ, ეს სურვილი მაქვს და ვფიქრობ, ვიმსახურებ კიდეც. მესი ფანტასტიური მოთამაშეა, რომელიც უკვე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშია შესული, თუმცა, ვფიქრობ, რომ 6, 7 ან 8 ოქროს ბურთი რომ მოვიპოვო, საბოლოოდ, მასზე მაღლა აღმოვჩნდები.

ვხვდები, რომ ისტორიაში ჩემი სახელიც შევა. იმის გათვალისწინებით, რაც მიკეთებია და მომავალში გავაკეთებ, ეს, სავსებით ლოგიკურია. ვიცი, ისე დამიმახსოვრებენ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოს” - განაცხადა პორტუგალიელმა შემტევმა.

საინტერესოა, რომ რონალდოს და მესის აღნიშნული ჯილდო ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული. მეტიც, 2007 წლიდან მოყოლებული, როდესაც პრიზი ბრაზილიელ კაკას გადაეცა, ოქროს ბურთს მუდმივად რონალდო და მესი ისაკუთრებდნენ, შარშან კი, მათი ჰეგემონია ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა დაარღვია.

კომენტარები

ბოლო ამბები