Thumbnail

კანტე რეალში? კურტუა და აზარი პერესს ყოფილი თანაგუნდელის ყიდვას ურჩევენ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სამეფო კლუბმა ჩელსიდან ბოლო ორ სეზონში ორი ვარსკვლავი დაიმატა
  • აზარს და კურტუას კანტეს დამატება მომავალ ზაფხულში სურთ

გასული ორი სეზონის განმავლობაში მადრიდის რეალმა ლონდონის ჩელსიდან ორი ვარსკვლავი დაიმატა - ტიბო კურტუა და ედენ აზარი. ამ უკანასკნელის გაშვება მძიმე აღმოჩნდა ფრენკ ლამპარდის გუნდისთვის, ვინაიდან კლუბს ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს და ბელგიელის ნაცვლად ვერავის დამატება ვერ შეძლო. 

‘არისტოკრატები’ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ახლოს იყვნენ გუნდის კიდევ ერთი ლიდერის, ნგოლო კანტეს დაკარგვასთან, თუმცა ინგლისურმა კლუბმა მისი შენარჩუნება შეძლო.

ფრანგულ წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, კურტუა და აზარი რეალის ხელმძღვანელობას არწმუნებენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელი ნგოლო კანტე 2020 წლის ზაფხულში დაიმატონ. ‘სამეფო კლუბში’ ნახევარმცველის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდათ. 

ესპანური კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა ფრანგი პოლ პოგბა და ჰოლანდიელი დონი ვან დე ბეეკი, თუმცა კლუბმა ვერცერთი მათგანის დამატება ვერ შეძლო. ზინედინ ზიდანი კმაყოფილია თავისი ნახევარდაცვით, თუმცა ხვდება, რომ გასული წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩის შეცვლა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს. მოედნის ცენტრის შესავსებად კი 28 წლის კანტე მადრიდული კლუბისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია.

კომენტარები

ბოლო ამბები