Thumbnail

წინასამატჩო პრესკონფერენცია - მწვრთნელი და კაპიტანი ლაღ თამაშს გვპირდებიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • წინასამატჩო პრესკონფერენცია აია არენაზე.
  • ჰეიგი სიახლეებს გვპირდება.
  • გიორგი ნემსაძე : ლაღად უნდა ვითამაშოთ.

აია არენაზე საქართველოსა და ბელგისს ნაკრებებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს. მილტონ ჰეიგთან ერთად ბორჯღალოსანთა კაპიტანი, გიორგი ნემსაძე ვიხილეთ პრესკონფერენციაზე. ჰეიგმა ნაკრების შეკრებასა და შეხვედრის ქუთაისში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეკრების ერთი კვირის შეჯამება

მილტონ ჰეიგი : „მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვთვლი, რომ პირველი მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. დავამუშავეთ ძველი სისტემები და დავნერგეთ გარკვეული სიახლეები.

ქუთაისის შესახებ

„კარგია ამ თამაშს ქუთაისი რომ მასპინძლობს. რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, თბილისს და რუსთავის გარეთ პირველად ვთამაშობთ და ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში ქუთაისელი მორაგბეები მრავლად გვყავს და ისინი თავიანთი ოჯახებისა და მეგობრების წინაშე ითამაშებენ“.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი გიორგი ნემსაძე შეხვედრას დიდი იმედებით ხვდება და მაყურებელს ლაღ და ლამაზ თამაშს ჰპირდება.

დებიუტანტებზე და მატჩის შესახებ

„შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა, რომელთაც ნაკრების კვართით ბევრი არ უთამაშიათ, ხოლო ორი სულაც დებიუტანტია. ვფიქრობ, გაშლილი, ლაღი თამაში უნდა გამოგვივიდეს.

ნაკრების კაპიტნობაზე

„ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა და მიჭირს ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. მადლობა მილთონს ნდობისთვის და ვეცდები ისეთი ღირსეული კაპიტანი ვიყო, როგორებიც ჩვენს ნაკრებს აქამდე ყავდა“.

შეგახენებთ, რომ საქართველოსა და ბელგიის მატჩი აია არენაზე 14:00 - საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი TV შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები