Thumbnail

‘თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში’ – გორგოძე პირად რეკორდებზე არ ფიქრობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მამუკა გორგოძე სრული დატვირთვით ემზადება
  • ‘ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ერთი ოჯახივით ვართ’

ქართულ რაგბში ბოლო პერიოდის უმთავრესი მოვლენა ეროვნულ ნაკრებში მამუკა გორგოძის დაბრუნებაა. 35 წლის მორაგბე ბორჯღალოსანთა რიგებს ზედ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ შეუერთდა და ახლა, გუნდთან ერთად იაპონიაში ემზადება. ვეტერანი ბორჯღალოსანის კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდმა გაავრცელა.

მამუკა გორგოძე ტოკუშიმაში ვარჯიშისას
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

“მას შემდეგ, რაც ნაკრებში ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვართ“.

თუ გორგოძე იაპონიაში გასამართ ოთხივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას, მას მსოფლიო თასზე 15 მატჩი მოუგროვდება და ამ მხრივ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება, თუმცა მამუკა პირად რეკორდებზე არ ფიქრობს:

“მსოფლიო თასზე თამაშისას ყველა პირადული მეორეხარისხოვანი ხდება. პირად წარმატებებზე არც კი ვფიქრობ. ჩემი სურვილია, რომ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას 23-ში უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები