Thumbnail
  • უელსის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი
  • 48 წლის რობ ჰოულის იაპონიის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება მოუხდა
  • საქართველოს და უელსის ნაკრებები ერთმანეთს 23 სექტემბერს ეთამაშებიან

უელსის მორაგბეთა ნაკრები, რომელიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქეა, ერთ-ერთი მწვრთნელის გარეშე დარჩა. მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, რობ ჰოული, "წითელ დრაკონებს" იაპონიაში მხარს ვერაფრით დაუჭერს.

სპეციალისტი სამუშაოს, მატჩებზე ბუქმეკერული ფსონების უკანონოდ გაკეთების გამო ჩამოაშორეს და ის სასწრაფოდ იაპონიიდან სამშობლოში გაემგზავრა. არადა, ჰოული უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, უორენ გეთლენდის "მარჯვენა ხელი" თერთმეტი წლის განმავლობაში იყო.

უორენ გეთლენდის ასისტენტი ფსონების გაკეთებაშია ეჭვმიტანილი

უელსის რაგბის კავშირის განცხადებით, რობ ჰოული ამჟამად სამშობლოშია, რათა მსოფლიო რაგბის მეექვსე წესის (რომელიც რაგბიში დასაქმებულებს ფსონების გაკეთებას უკრძალავს) შესაძლო დარღვევის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

48 წლის რობ ჰოული უელსის ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად 2008 წლიდან მუშაობს. თავის დროზე ის უელსის ნაკრების კაპიტანი იყო.

მსოფლიო თასი იაპონიაში სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, D ჯგუფის შეხვედრა კი, რომელშიც ერთმანეთს წითელი დრაკონები და ბორჯღალოსნები შეხვდებიან, 23 სექტემბერს, ტოიოტაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები