Thumbnail

დარჩენის შანსი ისევ არის - გაგამარუმ მოგება გაიხსენა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ქართველმა სუმოისტმა იროდორი ჰატაკიკომით დაამარცხა

აკი ბაშოს მეთერთმეტე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-11 ბრძოლა ჩაატარა და მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-13 ნომერ იორდორის დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით მოუგო. 

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 4:7-ზეა

გაგამარუმ კიდევ 2 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები