Thumbnail

მეტოქის ნაცვლად მსაჯი მოისროლა - ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს "კოკუგიკანში" აკი ბაშოს მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ბოლოსწინა დუელი ძალზე საინტერესო იყო - ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის, სეკივაკე ტაკაკეიშოს ხვდებოდა, რომელსაც ოძეკის ტიტულის დაბრუნება სურს. ქართველი სუმოისტი, მიუხედავად კარგი დაჯახებისა, ოკურიტაოშით დამარცხდა. დავარდნისას ტოჩინოშინმა უნებურად მსაჯი მოისროლა დოჰიოდან. 

ტოჩინოშინს 5-6 ბალანსი აქვს. ბაშოს კი 9-9 მოგებით მეისეი და ტაკაკეიშო ლიდერობენ. 

ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ ერთი სეკივაკე, მიტაკეუმი იქნება. ქართველი სუმოისტი მიტაკეუმის ურთიერთშეხვედრებში 8:3-ს უგებს. ბოლოს ტოჩინოშინმა მასთან შარშანდელ აკი ბაშოზე წააგო, მას მერე კი ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კადობან-ოძეკია - მან აუცილებლად დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს ბაშო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რანგში დააქვეითებენ. ასე რომ, მას მხოლოდ 1 წაგების უფლება დარჩა.

ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-13 ნომერ იროდორის შეხვდა და ჰატაკიკომის წყალობით დაამარცხა. გაგამარუს 4-7 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-4 ნომერი კირიბაიამაა.

კომენტარები

ბოლო ამბები